ვიქტორ დოლიძე - საქართველოში რეფორმები ზედმიწევნით სწორად ხორციელდება და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ეს როგორც პრემიერთან, ასევე ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც არაერთხელ აღნიშნა

საქართველოში რეფორმები ზედმიწევნით სწორად ხორციელდება და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ეს როგორც პრემიერთან, ასევე ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც არაერთხელ აღნიშნა, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების და თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციას, იმის თაობაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

„შევეხეთ ჩვენი ურთიერთობების და თანამშრომლობის ძალიან ფართო სპექტრს, მათ შორის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციას, იმის თაობაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ამისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ და გავაგრძელოთ ის ზედმიწევნით სწორი რეფორმები, რომელსაც ქვეყანა და დღევანდელი ხელისუფლება ატარებს.

ამავე დროს, ნატოს მომავალ ოპერაციებში ჩართვაზე და ავღანეთში მონაწილეობაზე ვისაუბრეთ. ასევე საუბარი შეეხო თავდაცვის სისტემაში და არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში რეფორმებს, ასევე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, რომელიც ნატოში არის ძალიან გაძლიერებული. ჩვენ, უკრაინასთან და სხვა ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შავი ზღვის რეგიონის წევრები არიან, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს განზომილება და საქართველო იქცეს ერთგვარ უსაფრთხოების ჰაბად და დამაკავშირებლად იმ ისტორიული ფუნქციისა, რომელიც ყოველთვის იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

რეფორმები ზედმიწევნით სწორად ხორციელდება და გენერალურმა მდივანმა როგორც შეხვედრაზე, ასევე ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც არაერთხელ აღნიშნა. მხოლოდ და მხოლოდ მოწოდებაა იმისკენ, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ის სვლა და ის გზა, რომელსაც ჩვენ დავადექით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, რეგიონის ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა