არმაზ ახვლედიანი - გავბედოთ და საქართველო დავაყენოთ ფუნდამენტური ცვლილებების გზაზე, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ანომალიურ ივანიშვილიზმს

გავბედოთ და საქართველო დავაყენოთ ფუნდამენტალური ცვლილებების გზაზე, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ანომალიურ ივანიშვილიზმს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის წარდგენისას განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ გაიაზრა წარსულის ყველა შეცდომა და კომპეტენტური, მცოდნე და ქვეყნის მოყვარული გუნდით მზად არის დაასრულოს ივანიშვილიზმი და მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები.

„იმ პოლიტიკაში, რომლისთვისაც ჩვენ ვერთიანდებით, რომლისთვისაც გვინდა თავის მიძღვნა, რომლისთვისაც მზად ვართ მენტალურად შევეწიროთ ბრძოლას და საქართველოს. საათი კი მიჩვენებს, რომ ჩემი დრო არის განსაზღრული. დრო რომ განსაზღვრულია, როცა ეს იცის პოლიტიკოსმა ეს ნიშნავს იმას, რომ ის დაუშვებს ნაკლებ შეცდომას. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაზღვრულ დროში ის მოინდომებს ფუნდამენტური სასიკეთო ცვლილებების სისტემის შექმნას ქვეყანაში, რაც გამორიცხავს მისი ხელისუფლებიდან, მისი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში რაიმე სახის ანომალიურ გადახრებს. გამორიცხავს იმასაც, რომ მას განსჯიდეს პოლიტიკური ნიშნით მომდევნო ხელისუფლება, არამედ ყველა იქნება დარწმუნებული, რომ იარსებებს დამოუკიდებელი სასამართლო, ფუნდამენტი ყველა ფუნდამენტისა, რომელიც განსაზღვრავს ვის რა ბრალი მიუძღვის, მაგრამ დავუბრუნდეთ პოლიტიკას.

ბედნიერებაა, როდესაც ადამიანები აცნობიერებენ სხვათა და საკუთარ შეცდომებს. ყოველთვის გამიმარჯვია, როცა მიფიქრია ჩემს საკუთარ შეცდომებზე, სხვების შეცდომებზე. არ დამავიწყდება, როცა 25 წლისა, დავემშვიდობე ასლან აბაშიძის ოფისს დაპირისპირებით, წინააღმდეგობით. მაშინ ერთმა ჩემმა უცხოელმა მეგობარმა ასეთი რამ მითხრა: შენ ახლა იცი როგორ არ უნდა იმუშაო. დიახ, ეს ასეა. ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც გეუბნება, რომ უნდა გაითვალისწინო შენი შეცდომები, რომ სხვებმაც არ გაიმეორონ მსგავსი შეცდომები.

ჩემთვის „ევროპული საქართველო’’ მხოლოდ სახელწოდება არ არის პარტიის. ეს არის ამოსავალი წერტილი საქართველოსთვის. ვინაიდან, საქართველო მე წარმომიდგენია მხოლოდ ევროპული. საქართველო, სადაც ბათუმში ჩაბეტონებას ვერავინ ვერ ბედავს, სადაც კორუფციის ჭაობი არ არსებობს, სადაც ნეპოტიზმი არ ვიცით რას ნიშნავს იმიტომ რომ ის პრაქტიკაში არ არსებობს. „ევროპული საქართველო“ ჩემთვის ნიშნავს იმას, განსხვავებითი ანომალიური პროცესისგან, რაც დღეს არის საქართველოს მთაში და ბარში, მაგალითად უნიკალურ კურორტებზე ბახმაროში და გომის მთაზე, სადაც ხელისუფლების წაქეზებით, კორუფციული სქემის ამოქმედებით, ადამიანები ჯიჯგნიან სახელმწიფო მიწას, იტაცებენ და შავრაზმელი წულუკიანი თავს უფლებას აძლევს, რომ ყველაფერს ამას დაუსვას სახელმწიფოს ბეჭედი და უთხრას იმათ, ვინც მიიტაცა, რომ ყველაფერი შერჩებათ, ყველაფერი გაუფორმდებათ. ეს რომ დასრულდეს, ეს რომ აღარასოდეს განმეორდეს, ბათუმი რომ იყოს, როგორც აი, ეს ფანტასტიკური სივრცე, ბუნებრივად ოაზისი და ყოველი მერის, სუსის ხელმძღვანელის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თუ რომელიმე მორიგი ივანიშვილის და ივანიშვილიზმის მიმდევრის საჯილდაო ქვად არ გახდეს ამისთვის ჩვენ გვჭირდება სამართლიანი წესრიგი. სამართლიან წესრიგს კი მეგობრებო, შინაგანი დემოკრატიული კულტურის ადამიანები თუ დაამყარებენ მხოლოდ. მე მწამს, რომ ეს არის ქართველი ხალხის შეკვეთა.

შეიძლება საკმაოდ რთული გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა. უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც დღეს საბიუჯეტო სივრცეში მუშაობს და არის დამონებული ივანიშვილიზმს. უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები. მე რომ მეკითხებიან ვის ხმებს ელოდები ბათუმში, მე უპირველესად ოცნების მხარდამჭერების ხმებს ველოდები იმიტომ რომ ამ ადამიანებს არავისზე ნაკლებად არ აქვთ გაცნობიერებული რას ნიშნავს ივანიშვილის მარწუხებში ჩავარდნილი საქართველო. მე ნახევარი წუთი დამრჩა. რა ბედნიერებაა იმის შეგრძნება, როცა აკვირდები დროს, როცა აკვირდები შენთვის განსაზღვრულ მანდატს, როცა ხვდები რომ ასობით, ათასობით, ათიათასობით სხვა მოქალაქე შენზე უკეთესია, შენზე ღირსეულია უბრალოდ, შენ ახლა შეგიძლია გაბედო.

მეგობრებო მოდით ახლა ერთად გავბედოთ და საქართველო დავაყენოთ ფუნდამენტალური ცვლილებების გზაზე, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ანომალიურ ივანიშვილიზმს, რომელიც იმავდროულად არ დაუშვებს ადამიანის ღირსების შელახვას, რომლისთვისაც უდანაშაულობის პრეზუმფცია არის უმთავრესი და სამართლის უზენაესობა განმსაზღვრელი. მოგიწოდებთ, რომ ვიცხოვროთ, ვიშრომოთ, თავგანწირვით სწორედ ამ იდეით, ამ აზრით, ამ საქმით. ყველას მადლობა, გაბედული გადაწყვეტილებისთვის, რომ ვიდგეთ ყველაზე უფრო მწვავე ოპოზიციურ ფრონტზე საქართველოს სასიკეთოდ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საპარლამენტო გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა, სიაში მათი წარმომადგენლები რიგითობის მიხედვით არ არიან გადანაწილებული, რაც ნიშნავს, რომ თავად ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ შევიდეს პარლამენტში.

პარტიის გუნდს წარმოადგენენ: გიგი უგულავა, ტარიელ ნაკაიძე, გოჩა გურგუჩიანი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, არსენ კარაპეტიანი, ახმედ იმამყულიევი, ირინე აფხაზავა, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მაია კაციტაძე, გიორგი ღვინიაშვილი, სერგო რატიანი, ელენე ოზაშვილი, მალხაზ პატარაია, ირაკლი კიკნაველიძე, მარიამ რამინაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, არმაზ ახვლედიანი, ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე და დავით ბაქრაძე.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"