ნათია თურნავა - მსოფლიო ბანკის კვლევა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს განვლილ გზას, რეფორმებსა და პროგრესს ასახავს

მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და დასტურია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის კვლევის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019“ შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ზედიზედ მესამე წელია, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და კორუფციის კონტროლის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო აქვს.

„კორუფციის კონტროლის ინდიკატორში ვუსწრებთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპაში საუკეთესო ოცეულში შედის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციებს რეგიონში, აქ ლიდერები ვართ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს ასახავს იმ განვლილ გზას, რაც საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განიცადა.

„მნიშვნელოვანია, რომ „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019“ ანგარიშის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით ქვეყნის ქულაც და სარეიტინგო პოზიციებიც გაუმჯობესდა ექვსივე ინდიკატორში. ეს ასახავს იმ განვლილ გზას, იმ რეფორმებს, იმ პროგრესს, რაც საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განიცადა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა