არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში, 17 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ოჯახის ახლობელს ადანაშაულებენ

არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში, 17 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ოჯახის ახლობელს ადანაშაულებენ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მოზარდი ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე, ამასთანავე მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა დღის ცენტრის ბენეფიციარია. ცენტრის დირექტორის თქმით, სავარაუდოდ, შემთხვევა ხუთი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. მისი თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მოზარდთან მუშაობდნენ ფსიქოლოგები, მისი მდგომარეობა რთულია.

რაც შეეხება სავარაუდო მოძალადეს, დირექტორის ინფორმაციით, მასზე გამოწერილია შემაკავებელი ოქმი.

"სოციალურად დაუცველი ოჯახია. გავიგეთ, რომ ტყეში წაიყვანა ძალდატანებით. ნაკაწრები ჰქონდა სხეულზე. მინდა, რომ მოძალადე დააკავონ, არ მინდა ჩემი შვილები ასეთი ადამიანის გარემოში ცხოვრობდნენ. მოძალადე დაკავებული არ არის", -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!