იოსებ ხახალეიშვილი - მსურს, პირადად მოვისმინო იმ მოქალაქეების აზრი თუ პრობლემა, ვინც შეხვედრებზე დასწრებას ვერ ახერხებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში დღეს ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში - ფურცელაძე, გუნია, სააკაძისა და ბელიაშვილის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მოქალაქეებისგან ეტაპობრივად ეცნობა იმ პრობლემებს, რომელიც მერად არჩევის შემდეგ უნდა მოაგვაროს.

„არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც ფიზიკურად ვერ ახერხებს შეხვედრებზე მოსვლას სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო. იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ჩვენი გუნდის და კანდიდატების შესახებ, რამდენიმე ოჯახს ვესტუმრე, ჩვენი გუნდის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრე და მათ წინაშე არსებულ პრობლემებს გავეცანი, რომელიც მერად არჩევის შემდეგ უნდა მოვაგვარო. გულწრფელად მახარებს, რომ თითოეულ ოჯახში ჩემ მიმართ ქუთაისური სითბო დამხვდა. მე მჯერა ამ ადამიანების, მჯერა ჩემი ქუთაისელების, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას იოსებ ხახალეიშვილის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა