დირექტორის განცხადებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატას საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატას საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

სკოლის დირექტორის მაია აქლექსანდრიას ინფორმაციით, მოსწავლეები, პედაგოგები, სკოლის სხვა თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან გადასული.

მისივე თქმით, ტესტირების ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ გაირკვევა დაუბრუნდება თუ არა სკოლა სწავლების ჩვეულ რეჟიმს.

,,მოსწავლეთა ტრანსპორტირების მძღოლს აღმოჩნდა კორონავირუსი. გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. ხუთშაბათს მოვლენ სპეციალისტები და ყველას ჩაგვიტარებენ ტესტირებას, მათ შორის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს, რომლებსაც უშუალო შეხება გვქონდა ინფიცირებულ პირთან. გადამოწმდება ორი კვირის თავზე და ამის შემდეგ გაირკვევა, რას გავაკეთებთ, მაგრამ სულ მცირე ორი კვირა დისტანციურ სწავლებაზე გადავალთ“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ მაია ალექსანდრიამ.

შეგახსენებთ, დღეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში კორონავირუსი მიკროავტობუსის მძღოლს დაუდგინდა, რომელიც იმავე სოფლის საჯარო სკოლას ემსახურებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა