მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ, ანაზღაურების სანაცვლოდ აქტივისტები დაგეგმილ პროვოკაციებში ჩართონ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აქტივისტები დაგეგმილ პროვოკაციებში ჩართონ.

როგორც მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული პროვოკაციები ყველა რაიონში აქვს დაგეგმილი.

„მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმერეთში „ნაცმორაობის“ წევრებმა, რომლებიც პროვოკაციის ნაწილი უნდა ყოფილიყვნენ, უარი განუცხადეს თავის ხელმძღვანელობას პროვოკაციაში მონაწილეობაზე და ახლა „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დაარწმუნონ თავისი წევრები, რომ პროვოკაციებში ჩაერთონ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის“ ბევრი წევრი უკვე აცხადებს უარს ასეთ პროვოკაციებზე. მათ დაგეგმილი აქვთ ყველა რაიონში პროვოკაციების მოწყობა, თუმცა მათივე წევრები არ ემორჩილებიან და ახლა უკვე ცდილობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დაარწმუნონ, რომ ამ პროვოკაციებში მონაწილეობა აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა ვისი მომხრე და აქტივისტია, მადლობას გადავუხდი ყველას, თუ რომელიმე ადამიანი პროვოკაციაში და დესტაბილიზაციაში მონაწილეობაზე უარს ამბობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა