გორთან ავარიის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

გორთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში, პოლიტრავმით შემოვიდა. პაციენტს აღენიშნება ქალა- ტვინის ტრავმა, დაჟეჟილობა, მარჯვენა მხრის მოტეხილობა, მუცლის ღრუს ტრავმა, სახის ძვლების მოტეხილობა. მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდება ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება“, - განაცხადა კლინიკა „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ავტომანქანის მძღოლს, იგი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტალში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

შეგახსენებთ, თბილისი -სენაკი -ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, დღეს მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ორმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ერთმანეთს ჯიპი და ტრაილერი შეეჯახა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს