ანონსი  30 სექტემბერი

30 სექტემბერს, 09:30 საათზე, ჭიდაობის ფედერაციასთან დავით ნებიერიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ვაკის საარჩევნო ოლქის წევრების არჩევა

მის.: ჭავჭავაძის 49ა.

საკონტაქტო: 597 323 295

30 სექტემბერს, 10:30 საათზე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ფარულავა გრძელვადიან დამკვირვებლებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

თემა: საუბნო საარჩევნო კომისიების სისტემური ჩავარდნა.

მის.: ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8.

საკონტაქტო: მაია ბიწაძე - 599 22 04 46

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2020 წლის აგვისტო

მის.: დადიანის ქ. #30

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, „დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ“ ZOOM პლატფორმის მეშვეობით პრეზენტაცია და პრესკონფერენცია გაიმართება.

ვირტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობენ მომხსენებლები: ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი; უკრაინის ფინანსთა ყოფილი მინისტრი​ ნატალი იარესკო.

სარეგისტრაციო ბმული: https://share.hsforms.com/1A_tljRCfQOOhViQk06EnvA3sxty

საკონტაქტო: მარიამ ჩიხლაძე - 599 05 11 03

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ჟიული შარტავას N7

საკონტაქტო: ნათია რთველიაშვილი 595335040

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: მარნეულში ძალადობრივი ქმედებები და მედიაზე თავდასხმა.

მის.: ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია- 5 99 43 43 08

30 სექტემბერს. 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტიასთან ერთად საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის: ქეთევან წამებულის 47

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

30 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა „მარო მაყაშვილის“ დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი განცხადებას გააკეთებს.

თემა: გლდანულას სკვერში მომხდარი ინციდენტი. პასუხი ნიკა მელიას.

მის.: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 სექტემბერს 11:30 საათზე, „კორონავირუსის“ პანდემიასთან დაკავშირებით, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

30 სექტემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

პლენარული სხდომის შესვენების დროს:

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N317 (C კორპუსი, III სართული)

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ძაგანია სპორტსმენებს, წყალბურთელებს და ყოფილ თანაგუნდელებს შეხვდება .

მის.: გაბრიელ სალოსის ქუჩა (5 დეკემბრის) საცურაო აუზი „ოლიმპიკი“

საკონტაქტო: 599517444; 579 957 665

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ყარაბაღის კონფლიქტი - მიმართვა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს.

მის.: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „პროგრესული საქართველოს“ ლიდერები ესტუმრებიან ოჯახებს, რომლებიც დენის, წყლის და ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობენ.

მის.: დიდი ლილოს დასახლება, ჯაფარიძის ქ #16 (ყოფილი საქნავთობის შენობა)

საკონტაქტო: 598549484

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე გრიგალაშვილი და ფონდის „დიოგენე“ თავმჯდომარე თამარ ლებანიძე გაუძღვებიან.

მის.: (სანაპიროს #4)

30 სექტემბერს, 12:30 საათზე, ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ბავშვთა კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: ბავშვთა უფლებების დაცვის პრობლემები.

მის.: ჭავჭავაძის 11ა.

საკონტაქტო: თაკო კაკაბაძე - 599192277

30 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, არტოს ბაღისთვის კომპოზიტორ გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ საჯარო განხილვა გაიმართება.

მის.: დავით აღმაშენებლის გამზირის 103-სა და 105-ს შორის არსებული სკვერი (არტოს ბაღი).

საკონტაქტო: ეკატერინე კაკულია - 599 248815

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გორში 37 დევნილ ოჯახს ბინებს გადასცემს.

მის: გორი, დ. ჭონქაძის ქ. 1 (კომბინატის დასახლება)

საკონტაქტო: მარიკა მათიაშვილი - 599 181 474

30 სექტემბერს, 15.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის აღმასრულებელი მდივნის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.

30 სექტემბერს, 15:00 საათზე, „არჩევანი სამშობლოსათვის“ ლიდერი, ლელა გულედანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: დევნილთა შემწეობა და არჩარიცხული თანხები - დევნილები „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ

მის: ყაზბეგის 47

საკონტაქტო: 557494724

30 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარტია „ქართული არჩევანი“ პარტიული სიის ათეულსა და იმერეთის რეგიონში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

მის: შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის წინ (ზესტაფონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო: მარიამ მარგველანი 568313268

30 სექტემბერს, 20:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ეზოში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პარტიული სიის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ეროვნული მუზეუმი. შესასვლელი გუდიაშვილის ქუჩის მხრიდან.

საკონტაქტო: 577624445

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს