ცესკო - ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, დღეს, მთელი საღამოს განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები აფერხებენ.

მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან პანდემიის პირობებში პირველი სხდომების ორგანიზებისთვის საჭირო ინვენტარი გაიტანონ.

"პარტიის წარმომადგენლები საღამოს განმავლობაში ბლოკავდნენ საოლქო კომისიის შესასვლელს, აჭარბებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ უშვებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რითაც მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს საარჩევნო პროცესს. ზემოაღნიშნული დასტურდება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 30 სექტემბერს ასევე იგეგმება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე იმ კამპანიური ხასიათის ზეწოლა, რომელიც დაიწყო ცესკოსთან 28 სექტემბერს და დღეს უკვე გაგრძელდა მთაწმინდის და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიებთან.

" საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას იმისათვის, რომ არ დაუშვას ზეწოლა საკუთარ თანამშრომლებზე.

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააკვირდნენ კამპანიური ხასიათის ზეწოლის ფაქტებს, რითაც ხელი ეშლება საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობების განხორციელებაში“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა