მარნეულში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან  „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მარნეულში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მაშინ მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავდნენ. ისინი საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტებას აპროტესტებდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განმარტებით, მაშინ, როცა აქციას მართავდნენ მათთან „ქართული ოცნების“ აქტივისტი მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ კი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირება პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

საპირისპიროს საუბრობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. მათი განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის პროვოცირებული.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა