იოსებ ხახალეიშვილი გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად, გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

პარტიის პრესსამსაახურის ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში მასობრივი ველო-გარბენი და ჭადრაკში სამოყვარულო შეჯიბრი გაიმართა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე ფასეულია და მნიშვნელოვანია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა ყოველდღიურად, რაც გულის დაავადებების რისკს შეამცირებს.

29 სექტემბერს მსოფლიოში გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1999 წელს გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით დაარსდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა