"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას კედლის სიებისა და საარჩევნო ინვენტარის არაუფლებამოსილი პირებისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კედლის სიებისა და საარჩევნო ინვენტარის არაუფლებამოსილი პირებისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ.

ისინი საოლქო კომისიის შენობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.

ენმ-ს წარმომადგენლის კობა კვარაცხელიას ინფორმაციით, უბნები ხვალ იხსნება და შესაბამისად ინვენტარის დარიგებაც ხვალიდან უნდა დაიწყოს.

"ახლა ვიმყოფებით საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ხდება ინვენტარებისა და კედლის სიების გაცემა არაუფლებამოსილ პირებზე. ოლქი გვიმტკიცებს, რომ ესენი არჩეული კომისიის წევრები არიან, მაგრამ კოდექსში პირდაპირ წერია, რომ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება პირველი შეკრების დღიდან. პირველი შეკრების დღე არის ხვალ. უბნები იხსნება ხვალ და შესაბამისად, ინვენტარი მიდის სახლში არაუფლებამოსილ პირებთან. ჩვენი მოთხოვნაა, განგვიმარტონ, ვინ არის ეს ხალხი",- ამბობს კობა კვარაცხელია.

თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ინვენტარი უბნებში უფლებამოსილ პირს მიაქვს.

"ამის თაობაზე დაწერს "ნაციონალური მოძრაობა" ალბათ, საჩივარს. სიები საარჩევნო უბნებში მიდის, კომისიის წევრებს მიაქვთ ეს სია და მიღება- ჩაბარების აქტი გადაეცემა შემდგომში კომისიის თავმჯდომარეს. საარჩევნო უბნები არსებობს, იურიდიულად საარჩევნო კომისიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, საზღვრები დაზუსტებულია," - აცხადებს #67 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ზაზა ხვიტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა