მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მარნეულში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან "ენმ"-ს აქტივისტები.

დაშავდნენ ტელეკომპანია "მთავარის" გადამღები ჯგუფის წევრებიც.

ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარის შედეგად, დაზიანებულია ავტომობილიც.

ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა