აზერ სულეიმანოვის განცხადებით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირების შედეგად, "ნაცმოძრაობის" 2 წევრი დაშავდა

"ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზერ სულეიმანოვის განცხადებით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მამა-შვილი გია და ლაშა ქველაძეეები დაშავდნენ. აზერ სულეიმანოვი მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

„ჩვენი პარტიის ცესკოს წარმომადგენლის გივი ქველაძის მანქანა იყო გაჩერებული, რა დროსაც ადგილზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი მივიდა. კონკრეტულად კი საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ გინება დაიწყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე კაცი მოვიდა, მათ შორის იყვნენ სპორსტსმენებიც, რომლებმაც დაიწყეს ფიზიკური დაპირისპირება. შედეგად დაშავდა გივი ქველაძე და მისი შვილი. ისინი საავადმყოფოში არიან. ავტომობილი კი ბოლომდე განადგურებულია.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედ ალის დაუპირისპირდნენ, ძალიან ცუდად არის. მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელდა“, - განაცხადა სულეიმანოვმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს