სლოვაკეთის საელჩო რეგიონის 6 ბაღში ატრაქციონების მოწყობას აფინანსებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია საქართველოში სლოვაკეთის ელჩს პაველ ვიზდალის შეხვდა, სადაც ხელი მოაწერა მცირე გრანტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრთან“, რომელიც რეგიონში 6 სათამაშო მოედანს დააინსტალირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, 6 სათამაშო მოედანი კერძოდ, ლესიჭინეს, მუხურის, ახუთის, კიწიის, ვედიდკარისა და ქალაქ ჩხოროწყუს საბავშვო ბაღებში, დაინსტალირდება.

მათივე ცნობით, ელჩმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლუდუკ ხასიასთან და ჩხოროწყუს მერთან დათო გოგუასთან ერთად ის ადგილები დაათვალიერა, სადაც აღნიშნული ატრაქციონები განთავსდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საბავშვო ბაღებში ატრაქციონების განთავსების საკითხი მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე წამოიჭრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო