მარნეულში მომხდარ ინციდენტზე, მათ შორის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა განუცხადა, გამოძიება დაიწყო ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მისივე განმარტებით, პოლიციას თავდამსხმელთა შესახებ ჯერჯერობით სრული ინფორმაცია არ აქვს და დამნაშავე პირთა დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

„გამოძიება მყისიერად დავიწყეთ გივი ქველაძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 126-ე მუხლით. რაც შეეხება ჯეიჰუნ მუჰამედ ალის ცემის ფაქტს, გამოძიება დავიწყეთ სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაზე ხელის შეშლას გულისხმობს. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავების მიზნით. შსს- ყველაფერს აკეთებს, ვინაიდან დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, როგორც ქალაქ მარნეულში ასევე მთელ საქართველოში ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩატარდება“, - განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.

მისივე განმარტებით, მაშინ, როდესაც გივი ქველაძეზე თავდასხმის ფაქტი მოხდა, ადგილზე სამართალდამცველები არ იმყოფებოდნენ.

„პირველ თემას რაც შეეხება, მაშინ იქ შსს-ს წარმომადგენლები არ იყვნენ. შეტყობინების შესვლისთანავე ოპერატიული ჯგუფები მყისიერად გამოცხადდნენ და დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებები როგორც საგამოძიებო, ისე სამძებრო“, - განაცხადა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს