ირაკლი ჩიქოვანი - არ არსებობს ზუგდიდში არცერთი უბანი, სადაც არ მიმდინარეობს განახლების პროცესი

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება.

ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდში არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს, ამჯერად მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ვხვდებით. არ არსებობს ზუგდიდში არცერთი უბანი, სადაც არ მიმდინარეობს განახლების პროცესი, საზოგადოება ამას ხედავს, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები და საჭიროებები, რომლებზეც აზრებს ვცვლით, ვაცნობთ მოსახლეობას ჩვენს პროგრამას და ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიღებთ მხარდაჭერას. ის, რომ ზუგდიდის მოსახლეობა იმედიანად უყურებს მომავალს, ეს ჩვენ კიდევ უფრო გვიმყარებს იმის რწმენას, რომ ზუგდიდში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და მე, მისი მაჟორიტარობის კანდიდატი პირველივე ტურში გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს