ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობაა. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებია სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან.

ხოლო, რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ექიმმა.

ექიმის განმარტებით, უგონო მდგომარეობაში არც ერთი პაციენტი არ ყოფილა.

ცნობისთვის, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა