"ერთად არჩევნებისათვის“ -  მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ხელს უშლის სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო პორცესების წარმართვას

გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო პორცესების წარმართვას.

29 სექტემბერს, მარნეულში, თბილისსა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ განცხადებას ავრცელებს და რიგ ოლქებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

როგორც ინტეპრესნიუსს“ გაერთიანებიდან აცნობეს, „ერთად არჩევნებისათვის“ 29 სექტემბერს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ახორციელებდა საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მათივე ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში გაერთიანების დამკვირვებლებმა რიგ ოლქებში გამოავლინეს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მუშაობისათვის ხელის შეშლის, აგრეთვე ოპონენტი პარტიების წარმომადგენელთა შორის დაპირისპირების ფაქტები, კერძოდ:

„N01 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და ზოგიერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია, რომელზეც აცხადებდნენ, თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების შესახებ კომისიის წევრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ და შესაბამისად პირველი სხდომები პარტიის წევრების დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. აღნიშნულ პირებს, ასევე ჰქონდათ მცდელობა კანონის დარღვევით შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გაერთიანების დამკვირვებლებმა N01 მთაწმინდის ოლქის საარჩევნო უბნებზე დაგეგმილი პირველი სხდომების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ სტენდზე გამოკრული შესაბამისი დოკუმენტიდან, ამავდროულად ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების პირველ სხდომებთან დაკავშირებული ინფორმირების პროცესსაც.

სამწუხაროდ, აღნიშნულმა აქციამ დღის მეორე ნახევრიდან კამპანიური ხასიათი მიიღო; ანალოგიური მოთხოვნით აქცია N22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიმართა, რომელსაც თან სდევდა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრის მცდელობა და საქმიანობის ხელის შეშლა, აგრეთვე ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტები გაგრძელდა N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც, სადაც მთელი საღამოს განმავლობაში კომისიის მუშაობას აფერხებდნენ ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები. კერძოდ, ისინი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას საოლქო საარჩევნო კომისიიდან გაეტანათ პანდემიის პირობებში პირველი სხდომების ორგანიზებისთვის საჭირო ინვენტარი. პარტიის წარმომადგენლები საღამოს განმავლობაში ბლოკავდნენ საოლქო კომისიის შესასვლელს, აჭარბებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ უშვებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. სამწუხაროდ, დღეს განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნულ ინციდენტებს აქვს ორგანიზებული, კამპანიური ხასიათი და გარკვეული ძალები, მიზანმიმართულად ცდილობენ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვას და დისკრედიტაციას. სამწუხაროდ, დღევანდელი დაპირისპირება საღამოს კიდევ უფრო გაღრმავდა და შედარებით ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო მარნეულში, რა დროსაც დაზარალდნენ არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები, არამედ ჟურნალისტებიც. გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო პორცესების წარმართვას. აგრეთვე, მოუწოდებს შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)