ადვოკატი - როდესაც ლაშა ქველაძე მამამისთან ერთად ავტომობილში ჩაჯდა, მათ მოულოდნელად თავს დაესხნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის მონაწილეობით, მერიის თანამშრომლები

მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატის დიანა მარტიაშვილის განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული აქცია, გახდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მომხდარზე მხოლოდ ლაშა ქველაძე დაიკითხა და აღნიშნა, რომ ლაშა ქველაძე მამასთან ერთად იყო, როდესაც თავს 50-მდე ადამიანი დაესხა.

„ამ ეტაპზე დაიკითხა მხოლოდ ლაშა ქველაძე, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როდესაც ის, მამამისთან ერთად პირად ავტომობილში ჩაჯდა, მათ მოულოდნელად თავს დაესხნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის მონაწილეობით მერიის თანამშრომლები, მათ შორის ლაშა ჩხიტუნიძე, საკრებულოს იურისტი შერმადინ ბოჭოიძე ბიძაშვილებთან ერთად, კოტე ბოჭოიძესთან და სამხედრო აღრიცხვის და წვევანდელთა გაწვევის აღრიცხვის სამსახურის უფროსი ვაჟა შუბითიძე თავის ბიძაშვილებთან ერთად გივი და თემურ შუბითიძესთან ერთად. დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, - განაცხადა ადვოკატმა დიანა მარტიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ლაშა ქველაძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

„ლაშა ქველაძის მამის, გივი ქველაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამ ეტაპზე მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან სახის არეში აღენიშნება ძვლების მოტეხილობები", - აღნიშნა ადვოკატმა.ცნობისთვის, დღეს საღამოს, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა