მარნეულის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების გამოკითხვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

მარნეულის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების გამოკითხვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, რომელსაც მისივე თქმით, დაპირისპირების დროს კამერა დაუზიანდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ცნობისთვის, მარნეულში გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და „პირველი არხის“ ოპერატორს, ასევე დაუზიანეს კამერები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო