დავით ჭიჭინაძე - ვიდრე „ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან, ქვები და ჯოხები არ დასრულდება

აბსოლუტურად მიუღებელია და ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მითუმეტეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებს, - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტს.

ჭიჭინაძის განცხადებით, მედიაზე თავდასხმა არც ერთი ხელისუფლებისთვის სასიკეთოდ არ დასრულებულა.

„სანამ „ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან, ქვები და ჯოხები არ დასრულდება, რადგან „ოცნება“ დღეს იმ ხალხითაა გავსებული, ვისაც ქვის და ჯოხების მეტი არაფერი უნახავს. მოკლედ, სტილი დაცულია, არაფერი შეცვლილა - ხალხი, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა 2012 წელს, იგივე ხალხი იბრძვის 2012 წლის ღირებულებების დასაცავად. ამიტომ, მესამე და მეოთხე ძალა კი არა, ხალხის ძალა უნდა გამოჩნდეს. მაშინ, როდესაც ხელისუფლება შიმშილს და საჩხერის მოდელს სთავაზობს ხალხს, არამგონია უფუნქციოდ დატოვებული, უმუშევარი ადამიანები დასხდნენ და ასე მშვიდად უყურონ როგორ ახრამუნებენ ვიღაცები უცხოეთიდან შემოსულ დახმარებას. აი, ამიტომ უნდა დასრულდეს 2020 წლის 31 ოქტომბერს „ოცნების“ ხელისუფლება”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, მარნეულში გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და „პირველი არხის“ ოპერატორს, ასევე დაუზიანეს კამერები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა