კარლ ჰარცელი - „შრომის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომლის შესრულება საქართველომ იკისრა

ეს არის ნიშანდობლივი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში შრომის პირობებთან დაკავშირებით და ძლიერი გზავნილი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, - ამის გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანას.

მან საქართველოს პარლამენტს „შრომის კოდექსში“ მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მიღება მიულოცა.

„შრომის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომლის შესრულება საქართველომ იკისრა, განსაკუთრებით ეს ეხება შრომითი უფლებების და დასაქმებულთა უფლებების დაცვას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, კოლექტიური შემცირებებისგან დაცვას, ანტიდისკრიმინაციულ და გენდერული თანასწორობის შესახებ დებულებებს.

ველით, რომ მხარს დავუჭერთ შრომის დამოუკიდებელ ინსპექციას მდგრადი კადრებით და ფინანსური რესურსებით და ასევე მომზადებული და აღჭურვილი პერსონალით, რომელიც 2021 წლიდან შეასრულებს თავის გაფართოებულ მოვალეობებს, საქართველოს დასაქმებულთა და მთლიანად საზოგადოების სასარგებლოდ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ინფორმაციას ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა