საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო მოხალისეების მიღებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო მოხალისეების მიღებას იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნინო წულაიას თქმით, ახალგაზრდული პოლიტიკის ადვოკატირების პროცესში, ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს მოხალისეობრივი კულტურის დანერგვა და განვითარება წარმოადგენს.

“მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოხალისეობაზე და გაანალიზება, იმისი თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოხალისეობა ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. დღევანდელ ცხოვრებაში აუცილებელია მოხალისეობრივი საქმიანობის აღიარება და მისი პატივისცემა.

ახალგაზრდების მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართულობა უზრუნველყოფს მათ აქტიურობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაანალიზებას, მათი პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას და კარიერულ წინსვლას, გამოცდილების მიღებას და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ამასთან, ჩვენს მომავალ მოხალისეებს თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა მიმართულებით შეეძლებათ საქმიანობა, იქნება ეს პროექტის მენეჯმენტი, მედიასთან ურთიერთობა, კომუნიკაციები თუ ტექნიკური მიმართულება.

მოხალისეების მოტივაციას უნდა წარმოადგენდეს მეგობრულ, სასიამოვნო სამუშაო პროცესში ჩართვა, უსაფრთხო გარემოში საქმიანობა, გუნდური მუშაობის გამოცდილების მიღება და ახალი კონტაქტების შეძენა როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე ჩვენი წევრებისა და პარტნიორების სახით,“ - განაცხადა ნინო წულაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა