I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი GDRP-ის პროგრამაში ოფიციალურად ჩაერთო

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში მომზადებას 13 კვირის განმავლობაში გაივლის. ქვედანაყოფს წვრთნები ასეულის და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ვაზიანის, ალგეთის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში ჩაუტარდება. სწავლებაში ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმობა.

საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, სამხედროებს პროგრამის დაწყება მიულოცა და წვრთნების წარმატებით ჩატარება უსურვა.

,,ბატალიონს მოამზადებენ JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC-Combat Training Center) ინსტრუქტორები და აშშ-ის ევროპის სარდლობის I კავალერიის, III ქვეითი დივიზიის, II ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფი. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართვამდე მე-11 ბატალიონმა წინამოსამზადებელი 6-თვიანი სწავლება გორსა და ნორიოში ინდივიდუალურ, ათეულისა და ოცეულის დონეზე გაიარა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი GDRP-ის პროგრამაში ოფიციალურად ჩაერთო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა