აჭარის სოფლის მეურეობის მინისტრად გიორგი სურმანიძე დაინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლში მიმდინარე სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძე დაასახელა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ყოფილი მინისტრი ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო კამპანიაში არის ჩართული.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, გიორგი სურმანიძეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს, მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უკვე პირველი დავალება მისცა.

„გიორგი სურმანიძე კიდევ უფრო გააძლიერებს სოფლის მეურნეობის დარგს, მას ეძლევა პირველი დავალება, რათა ნარინჯისფერი რთველის მართვა ეფექტურად მოხდეს. გიორგი სურმანიძე ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა",- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!