ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას „სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ დაჰპირდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადასტურებს მოსკოვის გეგმებს, ოკუპირებულ სოხუმს გაუწიოს ყოველმხრივი დახმარება „სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში“. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთის ე.წ. ლიდერის ასლან ბჟანიასადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც დაკავშირებულია „რესპუბლიკის“ გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღისადმი.

„ეს დღესასწაული განასახიერებს აფხაზი ხალხის მამაცობასა და მდგრადობას, რომელიც რთული ბრძოლით იცავს საკუთარი თავისუფალი, მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას“, - აცხადებს კრემლის ლიდერი.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა ვითარდება მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე და დარწმუნებულია, რომ სამომავლო კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების გამყარება სხვადასხვა სფეროებში პასუხობს ორივე ქვეყნის მოქალაქეთა საფუძვლიან ინტერესებს“.

„გარდა ამისა, პუტინმა დაადასტურა რუსეთის მიზანი კვლავაც გაუწიოს ყოველმხრივი დახმარება აფხაზეთს აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაში, ასევე უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება“, - ნათქვამია წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა