„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ზუგდიდის #67 საოლქო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების წინასწარ შერჩევაში ადანაშაულებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ზუგდიდის #67 საოლქო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების წინასწარ შერჩევაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, წინასწარ შერჩეულია როგორც კომისიების თავმჯდომარეები, ისე მათი მოადგილეებიც და ისინი დაკომპლექტებულია მმართველი პარტიის მხადამჭერებით.

„დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე იმართება სამმოქმედებიანი თეატრალური დადგმა, რომელსაც ჰქვია საუბნო საარჩევო კომისიების თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების არჩევა. ჩვენი ინფორმაციით, ეს თანამდებობები უკვე წინასწარ არის განაწილებული „ქართული ოცნების" ცენტრალურ შტაბში.

ჩვენ წარმოვადგენთ ინფორმაციას უბნების მიხედვით თუ ვინ იქნებიან თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები. სწორედ ამ ინფორმაციას ახლა გადავცემთ საოლქო საარჩევნო კომისიას და მოვუწოდებთ პირველი სხდომების დამთავრების შემდეგ, მოხდეს ოქმების ჩვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან შედარება. თუ აქ მითითებული ინფორმაცია, სახელი და გვარები დაემთხვა უბნებიდან შემოსულ თანამდებობებს, სახელებს და გვარებს, მოვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიამ დაიწყოს კანონით მინიჭებული მოქმედებები, შეისწავლოს შესაძლო ზეწოლის ფაქტები, რომელიც არის სერიოზული კანონდარღვევა",- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საოლქოში კობა კვარაცხელია.

თავის მხრივ, #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი აცხადებს, რომ კომისიის წევრები საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არიან შერჩეული, ხოლო უბნის თავმჯდომარეებისა, მოადგილეებისა და მდივნების არჩევა უბნის გადაწყვეტილებაა.

„რაც შეეხება ამ განცხადებას, რომელიც გაკეთებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ, მოგახსენებთ, რომ კანონის სრული დაცვით არის არჩეული ეს კომისიის წევრები. ეს ადამიანები არჩეული არიან ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით და იმ პრიორიტეტებით, რაც იყო განსაზღვრული ცესკო-ს მიერ. პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრი ვერ იღებდა მონაწილეობას კონკურსში. სულ გვქონდა 13 უბანზე კონკურსი. ვინ ვისი ნათესავია, ნათესავების კვლება ჩვენ არ გვევალება. კანონის სრული დაცვით არჩეულია წევრები, ყველა საარჩევნო უბანზე. რაც შეეხება დღეს, დაველოდოთ შედეგებს ვის აირჩევენ, როგორ აირჩევენ. ეს არის უბნის გადაწყვეტილება",- აცხადებს მირანდა მესხი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო