ზაურ დარგალი - ძალადობა ჩვენი სტილი არ არის, ძალადობა „ნაცმოძრაობის“ სტილია, რომელიც გუშინ დილიდან „ქართული ოცნების“ შტაბის წინ პროვოკაციას აწყობდა

ძალადობა არ არის ჩვენი სტილი, ძალადობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი, რომელიც დილიდან პროვოკაციას აწყობდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება და „ქართული ოცნება“ იქნება იმის გარანტი, რომ არანაირი პროვოკაცია არ მოხდება.

,,გუშინ დილის საათებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაიწყო სხვადასხვა სახის პროვოკაციები, რომელიც დღის განმავლობაში გაგრძელდა. შემდგომ, საღამოს საათებში როდესაც ჩვენი აქტივისტები ისხდნენ შტაბის წინ, მოვარდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და დედა აგინეს ყველას ვინც შტაბის წინ იჯდა, რის შედეგადაც მოხდა ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება. ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აგრძელებს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს, მათ იციან, რომ მარნეულში და მთელი საქართველოს მასშტაბით წაგებული აქვთ არჩევნები იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვაქვს.

ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული და მივიღებთ შედეგს ამასთან დაკავშირებით. ძალადობა არ არის ჩვენი სტილი, ძალადობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი, რომელიც დილიდან პროვოკაციას აწყობდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ. ჩვენ მშვიდობიან გარემოში ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას და ვართ იმის გარანტი, რომ არანაირი პროვოკაცია არ მოხდეს. მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს,“ - განაცხადა ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. ასევე, კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პირველი არხის“ ოპერატორს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: ზაურ დარგალის განცხადებით, ძალადობა "ნაცმოძრაობის" სტილია და პარტია გუშინ დილიდან "ქართული ოცნების" შტაბის წინ პროვოკაციას აწყობდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს