გია ვოლსკი - საინფორმაციო ველზე გაცილებით მეტი იყო გამოტანილი სკანდალური თემები, ვიდრე რეალური და საკმაოდ სასარგებლო მუშაობა, რომელიც გასწია პარლამენტმა

საინფორმაციო ველზე გაცილებით უფრო მეტი იყო გამოტანილი სკანდალური თემები, ვიდრე რეალური და საკმაოდ სასარგებლო მუშაობა, რომელიც გასწია პარლამენტმა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან მე- 9 მოწვევის პარლამენტის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო ბევრი კანონი მიიღეს.

„მე-9 მოწვევის პარლამენტმა საგანგებოდ მნიშვნელოვანი კანონები მიიღო, ეს ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ქალებს, ბავშვთა უფლებებს, მნიშვნელოვანი იყო ტყის კოდექსი, მიწის კანონი, რაც მთავარია, ახალი კონსტიტუცია, რომელიც არის უმაღლესი ევროპული დონის და საარჩევნო კოდექსი, ასევე, უამრავი სხვა კანონი და რეგულაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურად გამოადგება. სამწუხაროდ, ამ საპარლამენტო მუშაობის დიდი ნაწილი დამალული იყო იმ ფონის უკან, რომელსაც ქმნიდა ხშირი შეჯახებები, დაპირისპირებები და საინფორმაციო ველზე გაცილებით უფრო მეტი იყო გამოტანილი სკანდალური თემები, ვიდრე რეალური და საკმაოდ სასარგებლო მუშაობა, რომელიც გასწია პარლამენტმა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა