გია ვოლსკის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება, საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება და აუცილებლად უნდა გამოიძიონ

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საკითხი სახელმწიფო ინტერესებს ეხება და აუცილებლად უნდა გამოიძიონ.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით ის ინფორმაციაა ჩვენთვის ცნობილი, რაც გაცხადებულია პროკურატურის მიერ. წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები. მაგრამ ჩემი მოსაზრება და ჩემი ოპონენტების მოსაზრება აქ არაფერ შუაშია, არც წინასაარჩევნო თემები, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები კეთდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა