გორში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, ბორდიურების მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების ხუფების აწევას სათანადო ნიშნულამდე და დამცავი კედლის მოწყობას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს სტალინის გამზირსა და რაზმაძის ქუჩებს შორის, მისი სიგრძე 850 მეტრია. სამუშაოების ღირებულება 833 000 ლარია.

„ადგილობრივების განცხადებით, ამორტიზირებული გზის საფარი გარდა იმისა, რომ გადადგილებისას პრობლემებს ქმნიდა, იწვევდა დიდ ხმაურსაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოუწესრიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს