კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთი ჯარისკაცია

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთი თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცია. რაც შეეხება დანარჩენ სამ შემთხვევას, PCR ტესტის კვლევით კორონავირუსი ყვარელში მცხოვრებ 70 წლის კაცს და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ე.წ გორის ქორწილის კლასტერის ორ კონტაქტს დაუდასტურდა.

ყველა მათგანის ბიოლოგიურ ნიმუშებზე პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ამ დროისთვის რეგიონში კი ლაბორატორიულად დადასტურებული 56 შემთხვევაა გამოვლენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო