ხობში კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულებს შორის ერთი მოსწავლეა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 8 ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორის ერთი მოსწავლეა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ,,კოვიდ 19“ ძირითადად იმ მიკროავტობუსის მძღოლის კონტაქტებს დაუდგინდა, რომელიც ქარიატას საჯარო სკოლას ემსახურებოდა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

,,გვაქვს 8 ახალი შემთხვევა, აქედან 7 გუშინ, სოფელ ქარიატაში ინფიცირებული მიკროავტობუსის მძღოლის კონტაქტია, ერთი კი ახალსოფლის მკვიდრია. ძირითადად არიან მძღოლის ოჯახის წევრები, მეზობლები და ერთია სკოლის მოსწავლე. გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ჩატარდება ტესტირება. ჯერჯერობით თვითიზოლაციაში მყოფი პირების ზუსტი ციფრი არ ვიცით, რადგან დღეს კიდევ დაემატება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხობის ცენტრის დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა