„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ყვარელში ვენახი გაშენდა

„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით, ყვარელში, სოფელ ჭიკაანში, 5 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ვენახი გაშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 155,000 ლარია, საიდანაც „საქართველოს ბანკის“ თანამონაწილეობა 100,000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული.

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით სოფლის მეურნეობის დაფინანსებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით ყვარელში, ქინძმარაულის ზონაში, 5-ჰა ტერიტორიაზე ვენახი გაშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან იგი ხელს უწყობს არა მარტო ბიზნესების განვითარებას, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების სამომავლო საქმიანობის ხელშეწყობას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

ი/მ ნაისი ხვედელიძემ საქმიანობა 2019 წლის ნომბერში დაიწყო. ვენახების გაშენება უკვე დაასრულებულია და 70 ტონა მოსავლის მიღებას მეწარმე 2021 წლის შემოდგომაზე ელის. მოყვანილი ყურძნის რეალიზაციას კი ადგილობრივ ღვინის მარნებში გეგმავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა