სალომე სამადაშვილი - ყველა დანაშაულს, თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადამიანების წინააღმდეგ პასუხი გაეცემა

პასუხი გაეცემა ყველა დანაშაულს, თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადამიანების წინააღმდეგ, - ამის შესახებ მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ მომხდარს დღევანდელი ხელისუფლება გამოიძიებს, თუმცა, უახლოეს მომავალში ყველა დანაშაულის გამოძიების შესაძლებლობა იქნება.

"ის, რაც ხდება მარნეულში, ეს არის დაშინების ორგანიზებული კამპანია პოლიტიკური ოპონენტების, მედიის, უბრალოდ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირონ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება რეალურად დარწმუნებულია იმაში, რომ ეს არჩევნები მათთვის ძალიან სავალალო შედეგით დასრულდება, ამიტომ გადავიდა პირდაპირ ძალადობის და დაშინების კამპანიაზე. ჩვენი პასუხი არის ამაზე ის, რომ პირველ რიგში ჩვენ ამ ვითარებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია უნდა დავიცვათ და რამდენადაც ვიცი, დღეს იკრიბებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას და საქმის კურსში ჩავაყენებთ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველა ეს ძალადობის ფაქტი ფიქსირდება, რომელიც ხორციელდება ჟურნალისტების და დამოუკიდებელი მასმედიის, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული. მე არ მაქვს რწმენა და მოლოდინი, რომ ამ დანაშაულს გამოიძიებს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ ამის შესაძლებლობა იქნება უახლოეს მომავალში და რა თქმა უნდა, პასუხი გაეცემა ყველა დანაშაულს, თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადამიანების წინააღმდეგ. მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა ჟურნალისტს და ყველას კომისიებში, იქნება ეს ჩვენი პარტიის თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, აქტივისტებს თუ დამკვირვებლებს, რომლებიც როგორც ჩანს, ხელისუფლების სამიზნე არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გახდნენ სწორედ იმიტომ, რომ ისინი ამ არჩევნებში ელოდებიან დამაჯერებელ მარცხს,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა