ნინო ბურჯანაძე ესტონეთის ელჩს შეხვდა

,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას აგრძელებს. ამჯერად, პარტიის ლიდერი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კაი კაარელსონის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა, პირველ რიგში გაცნობითი ხასიათის იყო, ვინაიდან ელჩი ახალი ჩამოსულია საქართველოში.

ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, რომ წინა ელჩებთან მას ჰქონდა თბილი და მეგობრული ურთიერთობა, აქედან გამომდინარე იმედს გამოთქვამს, რომ ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და ესტონეთის საელჩოსთან მისი კომუნიკაცია და თანამშრომლობა ისეთივე ინტენსიური იქნება, როგორც ეს ადრე იყო. ესტონეთის ელჩი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესდა.

ნინო ბურჯანაძემ კაი კაარელსონის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პარტიის პროგრამის და სამომავლო გეგმების თაობაზე. ასევე ხაზი გაუსვა 8 მარტის შეთანხმებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სწორედ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობისა და დიპლომატიური კორპუსის დამკვირვებლების ჩართულობა და დაკვირვება თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, რადგან სწორედ ეს იქნება "ხელისუფლებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი".

„ქალბატონმა ელჩმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. ასევე ქალბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ესტონეთი ცდილობს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოუშვას საქართველოში, რათა მათმა ყოფნამ ხელი შეუწყოს არჩევნების პროცესის ნორმალიზაციას.

,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქალბატონი ელჩი საქმის კურსში ჩააყენა 2016 წლის არჩევნებზე, თუ როგორ გააყალბა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები. აქედან გამომდინარე, ხაზი გაუსვა ხმების დაცვის შტაბის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არამხოლოდ მხარდამჭერების მობილიზებას მოახდენს, არამედ ყველაფერს გააკეთებს მხარდამჭერების ხმების დასაცავად.

შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, მხარეებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და შეთანხმდნენ რომ საჭიროების შემთხვევაში ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ესტონეთის საელჩოს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა