არჩილ თალაკვაძე - 2020 წლის არჩევნებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის - ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას

2020 წლის არჩევნებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და მოწოდებულები ვართ ვაჩვენოთ მოსახლეობასა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ კონსოლიდაციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა.

თალაკვაძის განცხადებით, საქართველო განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დგამს თავდაჯერებულ ნაბიჯს დემოკრატიის გასაძლიერებლად.

„ჩვენს საზოგადოებასთან ერთად განვახორციელეთ ფუნდამენტური მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში. ჩვენ გვქონდა ცოცხალი პოლიტიკური დისკუსიები ამასთან დაკავშირებით, ასევე ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინსტიტუციებთან, რომ დაგვესრულებინა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. თქვენ იცით, რომ საქართველო სრულად გადავიდა მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოსახლეობას აქვს უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი ხელისუფლების ქმედებებზე და მოსახლეობას აქვს უკეთესი წვდომა ინფორმაციაზე, ასევე უფრო დიდი ნდობა და მნიშვნელოვანი ბერკეტი არჩევნების სახით რომ აირჩიოს წარმომადგენლები, დააკომპლექტოს მთავრობა და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მართვის პროცესში. ჩვენ, ასევე, განვახორციელეთ საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი რეფორმა. საქართველომ ისწავლა მნიშვნელოვანი გაკვეთილი თავისი ისტორიიდან და ვამაყობთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, გავატარეთ ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა და გადავედით არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ასევე, შევცვალეთ პარტიების დაფინანსების სისტემა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა