თიბისი - 1-ელ ოქტომბერს ყველა მსურველს საშუალება ექნება ლიზა ბათიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ იხილოს

1-ელ ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს პლანეტის ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელებულ ქართველ მევიოლინესთან - ლიზა ბათიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ "თიბისი" კონცეპტის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcconcept/) საშუალებით იხილოს,- აღნიშნულ ინფორმაციას "თიბისი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტერვიუს მოდერატორი პიანისტი და მუსიკათმცოდნე - ნინო ჟვანია იქნება.

" წელს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ლიზა ბათიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტით - City Lights (განათებული ქალაქები) გაიხსნა. ამ სახით Deutsche Grammophon-ის 2020 წლის უახლესი ალბომის - „ლიზა ბათიაშვილი & ნიკოლოზ რაჭველი City Lights“ - საკონცერტო ვერსიის მსოფლიო პრემიერა შედგა.

სიბელიუსის სახელობის მუსიკის აკადემიის საპატიო დოქტორის მფლობელი, ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი - ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, ბერნსტაინის კონკურსისა და BBC-ის პროგრამის - „New Generation Artists“ გამარჯვებული, მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების რჩეული სოლისტი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებს როგორიცაა: ახალ რეალობაში მუსიკოსის წინაშე არსებული გამოწვევები; მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი გამოცდილება და წარმატება; შემოქმედება და ალბომები; კლასიკურ მუსიკაში ახალგაზრდების ჩართვის გზები და შესაძლებლობები; მშობლების როლი ახალი თაობისა და მუსიკის ურთიერთობაში; თანამედროვე მუსიკა და პროგრესული იდეები მუსიკაში.

ლიზა ბათიაშვილი წინანდლის ფესტივალის მნიშვნელობაზე, ასევე ინგოლშტადში, Audi-ს საზაფხულო კონცერტებზეც ისაუბრებს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თავადაა.

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მეორე კონცერტი ახალგაზრდა, ქართველ შემსრულებლებთან ერთად ჩაატარა. ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ კლასიკური მუსიკის სამყაროში ნიჭიერი, ქართველი ახალგაზრდები და მათთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა იქნება",-აღნიშნულია "თიბისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა