ირაკლი კობახიძე - წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ ნიკანორ მელია და იმამყულიევი, მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს დაფიქსირდა კიდევ ერთი მძიმე პროვოკაცია, რომლის დროსაც მარნეულის შტაბის წევრს თემურ შუბითიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კობახიძის განცხადებით, თითოეული თავდამსხმელი უმკაცრესად დაისჯება.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც მათ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე რადიკალური ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას. ამის შესახებ ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს აქტივისტებსაც, მოვუწოდებდით მათ და ახლაც ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ, არ აყვნენ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი. ამგვარი გაფრთხილებებით შევძელით არაერთი ინციდენტის თავიდან არიდება სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. სამწუხაროდ, პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, რადიკალურმა ოპოზიციამ, რამდენიმე შემთხვევაში მაინც მოახერხა პროვოკაციების ინციდენტებში გადაზრდა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, აშკარაა, რომ პროვოკაციების მოწყობა რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიულ ამოცანად იქცა. კობახიძის თქმით, ისინი კვლავაც იმოქმედებენ იმ მეთოდებით, რომლითაც 2012 წელს ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ.

„გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით, ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, ნიკანორ მელია და იმამ ყულიევი, რომელთა შესრულებით ჩვენ გასული წლების განმავლობაში, არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაციები ვიხილეთ. მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მისი ჩამოშორებით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო,“- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა თავისუფალი, თანასწორი და მშვიდი არჩევნების ჩატარებაა. კობახიძის განმარტებით, თუ არ იქნება პროვოკაციები „რადიკალური ოპოზიციის“ მხრიდან არჩევნები წარიმართება ისეთივე მშვიდ გარემოში, როგორც გასული თვეების განმავლობაში.

მან კიდევ კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, “ინციდენტების აღკვეთისა და მომხდარ ინციდენტებზე რეაგირებისთვის” კანონმდებლობის შესაბამისად ყველა ზომა მიიღონ.

„არც ერთი სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი განურჩევლად იმისა თუ ვინ ჩაიდინა ეს სამართალდარღვევა,“- განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან