ირაკლი კობახიძე - საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი და პლატფორმა იმისთვის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს

საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი და პლატფორმა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადების შეფასებისას განუცხადა, სადაც გახარია ამბობს, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში.

კობახიძის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი.

„საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა და ტრადიციული ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს ორივე ქვეყანასთან. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი და პლატფორმა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს და ბუნებრივია ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ჩვენს თავზე ასეთ მისიას თუ ამის ინტერესი იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა