"ჩვენი საქართველო სოლოდარობის ალიანსმა" პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

"ჩვენი საქართველო სოლოდარობის ალიანსმა" პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარიამ ჯაში იქნება.

მარიამ ჯაში პარტიული სიით პირველ ნომრად ირიცხება.

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში გოჩა გუგუნავა, ქობულეთში -ლაშა ვერულიძე და მაღალმთიან აჭარაში ანჟელა ვერძაძე იქნება.

"მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია, დღეს გესაუბროთ თითოეული თქვენგანის უკეთეს ხვალინდელ დღეზე! მე ამაყი ვარ, ჩემი გუნდით, იმ გუნდით, რომლის თითოეული წევრი, მთელი ცხოვრება დგას სიმართლის მხარეს, იბრძვის თქვენი თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ, ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა უარი ვთქვით, დაკავებულ თანამდებობებზე, პირად კომფორტზე და არ შევეგუეთ იმ უსამართლობას, რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. სწორედ, ამიტომ გადავწყიტე ვიბრძოლო თქვენთან ერთად, ვებრძოლო იმ ძალას, ვინც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ, „ქართულმა ოცნებამ“ 8 წლის მანძილზე ვერ შეასრულა ვერც ერთი დაპირება, პირიქით, ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა. კრიზისში, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად გრძნობთ და ვეღარ უმკლავდებით.

მეტიც, ვერ შეასრულა მთავარი დაპირება და ყოველდღიურად გასახლებენ სახლებიდან! ყოველდღიურად გეზრდებათ საბანკო დავალიანება. ფიქრობთ, როგორ გამოკვებოთ ოჯახები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ტურისტული სეზონი შემდგარიყო, რომელიც თქვენი მთავარი შემოსავლის წყაროა. ყოველი დღე მძიმე ტვირთად გაწევთ, ხელისუფალი კი არ ფიქრობს, როგორ შეგიმსუბუქოთ ეს მძიმე რეალობა. არავის უფიქრია სწორად დაეგეგმა ბიუჯეტი, შეემუშავებინა ანტიკრიზიული გეგმა, რომელიც შეგიმსუბუქებდათ გამოგიყვანდათ ამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსიდან.

არავინ იცის, რაში იხარჯება ფული, რომელიც მხოლოდ თქვენია, ფული რომლითაც ქირაობთ ხელისუფალს. რომელიც, ვალდებულია სწორედ კრიზისულ სიტუაციაში ჰქონდეს გამოსავლის გზები ნაპოვნი. ყველაზე უკეთ ამ ხელისუფლების არასწორი მართვა გამოჩნდა პანდემიის პირობებში. გამოჩნდა, როგორი გამოწვევის წინაშე დგას ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში, ექიმებს, მედდებს, რომლებიც ყოველ წამს დგანან ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე, არ აქვთ ღირსეული შრომითი პირობები და ანაზღაურება. ჯანდაცვის სისტემა, ჩამოშლილია და ეს თქვენ ყველაზე კარგად იცით, 8 წლის მანძილზე არათუ შეიქმნა ახალის სამუშაო ადგილები, არამედ ყოველდღიურად კარგად სამსახურებს, კარგავთ შემოსავლის ერთადერთ წყაროს. ეს ხდება იმიტომ, რომ არ აქვს „ქართულ ოცნებას“ სწორი ხედვა, არ შეუძლია კრიზისების და საერთოდ, ქვეყნის მართვა. ამიტომ, ჩვენ, „საქართველოს სოლიდარობის ალიანსს“ კარგად გვაქვს გააზრებული, რაოდენ რთულია ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, სწორედ ჩვენ შეგვიძლია ერთად, 31 ოქტომბერს დავასრულოთ ქვეყნის ოლიგარქიული მმართველობა. წერტილი დავუსვათ სოციალურ უსამართლობას ამ ქვეყანაში. სწორედ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოვიჩინოდ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ყველა, მიუხედავად კოვიდ 19 არსებობისა, მივიდეთ საარჩევნო ურნებთან და შემოვხაზოთ ნომერი 19. ჩვენ ამით, მხარს დავუჭერთ უკეთეს მომავალს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, კიდევ უფრო გაგვაღარიბოს. სწორედ ამიტომ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი!

ჩვენ გვჭირდება ისეთი პარლამენტი და ისეთი უმაღლესი საბჭო, რომელიც მოახდენს რეალურ ცვლილებებს უკეთესი საქართველოსთვის, თქვენი უკეთესი მომავლისთვის!“- განაცხადა ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლაშა ვერულიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო