ისრაელის საელჩო საქართველოში და გალერეა „უსახელო“ მხატვრულ პროექტს - "ებრაული მეხსიერების მცველები" წარმოადგენენ

ისრაელის საელჩო საქართველოში და გალერეა „უსახელო“ მხატვრულ პროექტს - "ებრაული მეხსიერების მცველები" წარმოადგენენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ექსპრესიული გამოფენა ასახავს საქართველოში ებრაელთა ცხოვრების მდიდარ მემკვიდრეობასა და მცდელობებს, შენარჩუნდეს ხსოვნა იმ თემის, ოჯახებისა და ადამიანების, რომლებიც საქართველოში აღარ არიან.

„ებრაული თემი ყოველთვის იყო ქვეყნის მრავალეთნიკურობის განუყოფელი ნაწილი. მეხსიერება ამის შესახებ მივიწყების რისკის ქვეშ დგას,“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, პროექტის ავტორი - ებრაელი მწერალი, ფოტოგრაფი და ციფრული მთხრობელი არიანე სვიეცაა, კურატორი - გიორგი როდიონოვი, მხარდამჭერი კი - ისრაელის საელჩო საქართველოში.

გამოფენა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის პირველი შესახვევის N2-ში, „ღია სივრცეში“ 2 ოქტომბერს გაიხსნება და მნახველს 13:00-20:00 საათებში უმასპინძლებს.

„გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის პარალელურად გაიმართება საუბრები ებრაული საზოგადოების დღევანდელ გამოწვევებსა და ცხოვრებაზე საქართველოში. ღია საუბრებში მოწვეული იქნებიან, როგორც საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენლები, ასევე მკვლევარები.

უფრო ვრცლად იხილეთ ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/876580839540128“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა