37 დევნილ ოჯახს შიდა ქართლის რეგიონში ბინები გადაეცა

კიდევ 37 დევნილი ოჯახი, გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა გადასცეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს, ჯამში, ახალ საცხოვრებელს 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ბოლო 8 წლის განმავლობაში კი, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი ფართით 21 655 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა