შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენება უნდა გაითვალისწინოს, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია

გურამ ამირხანაშვილმა დაინახა „მერსედესიდან“, მძღოლის გვერდითა სავარძლიდან ნიკა ჟვანია როგორ გადმოვიდა და რკინის ხელკეტი როგორ დაარტყა კონსტანტინე ღიბრაძეს, ასევე გიორგი ქათამაძეს. მან ჟვანიას გარდა ასევე დაინახა მანქანიდან გადმოსული სხვა 5 პიროვნება, მათ შორის, გიგა ტატიაშვილიც, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, სასამართლომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენება უნდა გაითვალისწინოს, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია. პროკურორის თქმითვე, თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით ამირხანაშვილმა განმარტა, რომ არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მოუწოდა, ის მანქანაში ჩაესვათ.

„მიმაჩნია, რომ მოწმე გურამ ამირხანაშვილის ჩვენება მნიშვნელოვანი იყო. სასამართლომ უნდა გაიზიაროს აღნიშნული მოწმის ჩვენება. დაისვა ყველა შესაბამისი შეკითხვა. მოწმემ რა თქმა უნდა, მოახდინა გარკვეული პირების იდენტიფიცირება, იმ პირების, რომლებიც გამოძიებაშიც ჰყავდა იდენტიფიცირებული და ამოცნობილი.

რაც შეეხება „მერსედესის“ ეპიზოდს, ჟვანიასთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ დაინახა როგორ გადმოვიდა „მერსედესიდან“ მძღოლის გვერდითა სავარძლიდან და რკინის ხელკეტი დაარტყა კონსტანტინე ღიბრაძეს, ასევე გიორგი ქათამაძეს, რის შემდეგაც გაიქცნენ. ასევე, დაინახა მანქანიდან გადმოსული ჟვანიას გარდა სხვა 5 პიროვნება, მათ შორის, გიგა ტატიაშვილი, რომელიც ამოცნობილი ყავდა. ასევე დაინახა არასრულწოვანი ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი, რომლებიც გადადგილდებოდნენ მათ უკან და ტელეფონის ნომერი სთხოვეს, ხოლო შემდეგ როგორ დაედევნენ მათ. დევნა რომ შეჩერდა, მოწმემ დაინახა, რომ რვავე პიროვნება აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას გიორგი ქათამაძეს. რაც შეეხება „ტოიოტა ქამრის“, მოწმემ ნახა მანქანის გაჩერებისთანავე როგორ გადმოვიდა 6 პიროვნება და მოახდინა ყველა მათგანის სახელით და გვარით იდენტიფიცირება, მათი აღწერილობა და მიუთითა ყველა ის პირი, ვინც ავტომობილში იმყოფებოდა.

თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში, არჩილ გაგნიძემ მოუწოდა დანარჩენ პირებს, რომ ჩაესვა მანქანაში და მისი დატოვება არ შეიძლებოდა და არ დატოვებდნენ იქ. რის შემდეგაც, ყველა პირმა მიუთითა, რომ ჩამჯდარიყო ავტომობილში, მისი ნება იყო შეზღუდული, ავტომობილის დაძვრისა და გარკვეული მანძილის გადაადგილების შემდეგ, ხიდის მონაკვეთზე კვლავ სთხოვა, რომ გაეჩერებინათ ავტომობილი, თუმცა, ამაზეც კვლავ მიიღო ავტომობილში მყოფ პირთაგან უარი“, - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა