ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა  და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა მარნეულში მომხდარი ინციდენტი დაგმეს და ასევე, საუბნო კომისიების, თავმჯდომარეებისა და მდივნების არჩევის წესი გააპროტესტეს.

„ჩენ ვგმობთ ეთიკის კოდექსის ყველა ნორმის დარღვევას, ძალადობას ამ ქვეყანაში, განსხვავებული აზრის დევნას, ჟურნალისტის ცემას. აქ მოვედით, რათა მათ ვუთხრათ, რომ კოდექს არავინ არ მოაწერს ჩვენი მხრიდან ხელს, იმიტომ რომ ყველა ნორმა დარღვეულია. წლების განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეები ერთი და იგივე ჰყავთ, მოადგილეები ერთი და იგივე ჰყავთ. არავის არაფერს არ ეკითხებიან, თავიანთი გადაწყვეტილებით იღებენ ყველაფერს. ნუთუ ეს წერია ეთიკის კოდექსში, რომ ერთი და იგივე ადამიანები მუსირებდეს და იქ მყოფ კომისიის წევრებს არაფერს არ ეკითხებოდნენ. ან როგორ შეიძლება მერიის აიპის წარმომადგენელი იყოს კომისიის თავისუფალი წევრი. ადამიანებს თვალში ნაცარს აყრიან და ეს ვითომ არაფერი არ არის. იცოდნენ, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით. ბოლოს და ბოლოს შეეგუონ იმას, რომ ისინი აგებენ და ძალადობენ ადამიანებზე. ჩვენი ერთადერთი მიზანია, მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება“ , -განაცხადა ,,ნაცმოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოდ მიაჩნიათ.

„როდესაც ჩვენ ვირჩევთ საუბნო კომისიის თავისუფალ წევრებს, ვაცხადებთ კონკურსს შესაბამისად ვიღებთ განცხადებებს. ამიტომ საოლქო კომისიას არ ევალება გამოიძიოს თუ რომელი ორგანიზაციის თანამშრომლები არიან ისინი. ამიტომ ოპოზიციის ბრალდება მიმაჩნია უსაფუძვლოდ“, - აღნიშნა ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო