არჩილ თალაკვაძე - ვიცით, რომ კიდევ ბევრი ადამიანი რჩება პრობლემების პირისპირ, თუმცა გვყავს გამოცდილი გუნდი, გვაქვს ხედვა, თუ როგორ გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიის გაძლიერების თვალსაზრისით ხელშესახები პროგრესი აჩვენა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მაგალითია საკონსტიტუციო რეფორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის სრულფასოვანი სტანდარტი ქვეყანაში, მართლმსაჯულების რეფორმა და ა.შ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ გამოცდილი გუნდი ჰყავს და დღეს ქვეყანაში ბევრად უფრო ძლიერი დემოკრატიაა.

„საქართველომ ამ წლების განმავლობაში ხელშესახები პროგრესი აჩვენა დემოკრატიის გაძლიერების თვალსაზრისით, ეს არის საკონსტიტუციო რეფორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მაღალი და სრულფასოვანი სტანდარტი ქვეყანაში. ეს არის მართლმსაჯულების და სასამართლოს რეფორმა, რომლის შემდეგაც 8-ჯერ შემცირდა საჩივრები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩვენი ქვეყნიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს იყო საარჩევნო სისტემის ცვლილება, უფრო თავისუფალი გარემოს შექმნა მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვისაც ჰქონდა სურვილი, რომ უფრო მეტად მიეღო მონაწილეობა სახელმწიფოს მმართველობის პროცესში. ეს არის ძირითადად ის ცვლილებები, რაც აღიარებული და დადებითად შეფასებულია როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ანგარიშებში. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, ვიცით, რომ კიდევ ბევრი ადამიანი რჩება პრობლემების პირისპირ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, დღეს ბევრად უფრო ძლიერი დემოკრატია გვაქვს, ასევე გვაქვს ხედვა, თუ როგორ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება“,-განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა