ბადრი ჯაფარიძე - სამწუხაროდ, უკვე წესად გადაიქცა, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების წევრებსა და მხარდამჭერებზე ხდება თავდასხმა

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ბოლნისისა და მარნეულის ინციდენტებში მონაწილე ყველა დამნაშავე და ყველამ აგოს პასუხი კანონის წინაშე.

მისი თქმით, ძალადობა წესად გადაიქცა.

"ფაქტია, რომ ბოლო ხანებში ძალიან გახშირდა ძალადობის ფაქტები. სამწუხაროდ, გამონაკლისი არ არის "ლელო". ჩვენს წევრებზეც იყო რამდენიმე თავდასხმა. სამწუხაროდ, ეს უკვე წესად გადაიქცა, რომ წინასაარჩევნოდ ხდება თავდასხმა ოპოზიციური პარტიების წევრებსა და მათ მხარდამჭერებზე. ჩვენ ყველა ეს შემთხვევა უნდა ვამხილოთ, უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან, რომ ეს შემთხვევები იყოს გამოძიებული. გუშინდელი ამაზრზენი თავდასხმა ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. მხოლოდ ამის შემდგომ გვექნება საშუალება ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ მოახდინა სწორი რეაგირება ყოვლად დაუშვებელ ძალადობის ფაქტზე, ჟურნალისტთან და ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებთან მიმართებაში. ეს უნდა აღმოიფხვრას და დასრულდეს იმისთვის, რომ გვქონდეს ნორმალური საარჩევნო გარემო და არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ. სხვა შემთხვევაში ესკალაცია საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევს. ეს ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ, ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ ბოლნისისა და მარნეულის ინციდენტებში მონაწილე ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი კანონის წინაშე", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა