ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ 1323 ობიექტზე განხორციელდა.

„ვაზიანში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო ხელმძღვანელი მინდია სილოგავა იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე დევნილებთან შეხვედრისას მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო